პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა და ტრენერის აზრით, შემეძლო უკვე ამეტვირთა Google drive-ში და ინტელის
ტრენინგის
რეფლექსიის
ბლოგზე
ბმულით
დამეკავშირებინა.
ინტელის ტრენინგი სწორედ
ასეთი
საინტერესო,
შინაარსიანი და საქმიანი ტრენინგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ შრომას, ენერგიას და დროს მოითხოვდა, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე ასეთი სტილით მუშაობისას. ეს ტრენინგი და თვითონ ინტელის საკითხავი მასალა თავისი რესურსებით პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის ,,სამაგიდო წიგნი" და ,,ერთგული მეგობარი" იქნება ჩემთვის.
მაგრამ
რომ
არა
ჩვენი
ტრენერი–დათო ჯანიაშვილი,
არ
ვიცი
ეს
ყველაფერი
ასე
წარიმართებოდა
თუ
არა
ჩემთვის.
მასწავლებლის
შესახებ ნოდარ დუმბაძის ოთხ საიდუმლოთაგან ერთ–ერთს მოვიშველიებ:
,,მასწავლებელს
უსაზღვროს
უნდა
უყვარდეს საგანი, რასაც ასწავლის და შეეძლოს სხვასაც შეჰყაროს ეს სიყვარული, როგორც სენი უკურნებელი".
დიდი
მადლობა
დათო!
ტრენინგის განმავლობაში გავიცანი
ძალიან
კარგი
ადამიანები, მასწავლებლები, რომლებთან
ერთადაც
მუშაობის
პროცესი
ძალიან საინტერესო
იყო.
ერთმანეთსაც
გულით
ვეხმარეოდით.
ტრენინგის განმავლობაში ჩემს მიერ შემუშავებული
იდეები
და
მასალები,
რომელთა
გამოყენებაც
შესაძლებელი
იქნება
კლასში,
სწავლების
ან
დაგეგმვის
პროცესში,
სწავლის
პროცესს
მნიშვნელოვნად
შეუწყობს
ხელს.
ჩვენი პროექტების განხორციელებას
ვგეგმავთ
უახლოეს
მომავალში.
ყველას წარმატებებს ვუსურვებ!
No comments:
Post a Comment