Monday, July 14, 2014

რეფლექსიის მეცხრე დღე

პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა და ტრენერის აზრით, შემეძლო უკვე ამეტვირთა Google drive-ში და ინტელის ტრენინგის რეფლექსიის ბლოგზე ბმულით დამეკავშირებინა.
ინტელის ტრენინგი  სწორედ ასეთი საინტერესო, შინაარსიანი  და საქმიანი ტრენინგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ შრომას, ენერგიას და დროს მოითხოვდა, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე ასეთი სტილით მუშაობისას. ეს ტრენინგი და თვითონ ინტელის საკითხავი მასალა თავისი რესურსებით პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის ,,სამაგიდო წიგნი" და ,,ერთგული მეგობარი" იქნება ჩემთვის. მაგრამ რომ არა ჩვენი ტრენერიდათო ჯანიაშვილი, არ ვიცი ეს ყველაფერი ასე წარიმართებოდა თუ არა ჩემთვის.
 მასწავლებლის შესახებ  ნოდარ დუმბაძის ოთხ საიდუმლოთაგან ერთერთს მოვიშველიებ: ,,მასწავლებელს უსაზღვროს უნდა უყვარდეს  საგანი, რასაც ასწავლის და შეეძლოს სხვასაც შეჰყაროს ეს სიყვარული, როგორც სენი უკურნებელი".
  დიდი მადლობა დათო!
                                                                                                                        
ტრენინგის განმავლობაში გავიცანი ძალიან კარგი  ადამიანები, მასწავლებლები, რომლებთან ერთადაც მუშაობის პროცესი ძალიან  საინტერესო იყო. ერთმანეთსაც გულით ვეხმარეოდით
 ტრენინგის განმავლობაში ჩემს მიერ შემუშავებული იდეები და მასალები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
 ჩვენი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში.

 ყველას წარმატებებს ვუსურვებ!

რეფლექსიის მერვე დღე

   თითქმის  დასასრულს მიუახლოვდით მოსწავლეები შესაძლებლობების გარდა  ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. თუ მასწავლებელი მუდმივად იმუშავებს მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე, გაითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებებს და მოიფიქრებს როგორ ჩართოს ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს, რადგან ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს  თავისი სასწავლო პოტენციალი.

Thursday, July 10, 2014

რეფლექსიის მეშვიდე დღე

ძალიან გართულდა და საინტერესო გახდა იმედია კარგად დავიმახსოვრებთ.  ჩემი პროექტის დაგეგმვიდან გამომდინარე ავირჩიე ,,ფიზიკოსების" სამუშაო, გავაკეთე პრეზენტაცია და ამავე დროს შევქმენი ბლოგის მთავარი გვერდი, რომელსაც ჩავაბი  ,,ფიზიკოსების" კვლევების გვერდი და გავამდიდრე ფოტოებით, აგრეთვე მივუთითე ბმულები გამოყენებულ რესურსებზე. თუმცა გამორიცხული არაა და უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ მოსწავლის ნამუშევარი გაცილებით უკეთესი და ორიგინალური იყოს. 
 მეშვიდე დღეს წარმოვადგინეთ ჯგუფში ჩვენი დავალებები, ერთმანეთს გავუზიარეთ და გავაკეთეთ ზეპირი კომენტარები. უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს ხომ სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც ვინც იღებს მას. მოსწავლეები კი უკუკავშირის პროცესში  უკეთ აყალიბებენ მოსაზრებებს და პასუხობენ შეკითხვებს.  ჩვენ შევიმუშავეთ აგრეთვე შეფასების რუბრიკები, რათა პროექტის ყველა ეტაპზე მოსწავლე გრძნობდეს, რომ მას აკვირდებიან, აფასებენ, ასწავლიან, მითითებებს აძლევენ და ა. შ.  თანდათან ვალაგებ პორტფოლიოს, სულ ცოტაღა დარჩა და პროექტი სრულყოფილი იქნება. მთავარი სამუშაო ჩატარებულია და სულ ცოტა მომნდომება და მისი რეალურად განხორციელება ნამდვილად არ იქნება რთული.