Thursday, July 10, 2014

რეფლექსიის მეშვიდე დღე

ძალიან გართულდა და საინტერესო გახდა იმედია კარგად დავიმახსოვრებთ.  ჩემი პროექტის დაგეგმვიდან გამომდინარე ავირჩიე ,,ფიზიკოსების" სამუშაო, გავაკეთე პრეზენტაცია და ამავე დროს შევქმენი ბლოგის მთავარი გვერდი, რომელსაც ჩავაბი  ,,ფიზიკოსების" კვლევების გვერდი და გავამდიდრე ფოტოებით, აგრეთვე მივუთითე ბმულები გამოყენებულ რესურსებზე. თუმცა გამორიცხული არაა და უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ მოსწავლის ნამუშევარი გაცილებით უკეთესი და ორიგინალური იყოს. 
 მეშვიდე დღეს წარმოვადგინეთ ჯგუფში ჩვენი დავალებები, ერთმანეთს გავუზიარეთ და გავაკეთეთ ზეპირი კომენტარები. უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს ხომ სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც ვინც იღებს მას. მოსწავლეები კი უკუკავშირის პროცესში  უკეთ აყალიბებენ მოსაზრებებს და პასუხობენ შეკითხვებს.  ჩვენ შევიმუშავეთ აგრეთვე შეფასების რუბრიკები, რათა პროექტის ყველა ეტაპზე მოსწავლე გრძნობდეს, რომ მას აკვირდებიან, აფასებენ, ასწავლიან, მითითებებს აძლევენ და ა. შ.  თანდათან ვალაგებ პორტფოლიოს, სულ ცოტაღა დარჩა და პროექტი სრულყოფილი იქნება. მთავარი სამუშაო ჩატარებულია და სულ ცოტა მომნდომება და მისი რეალურად განხორციელება ნამდვილად არ იქნება რთული.

No comments:

Post a Comment